http://fcdinamo.ucoz.com/

ალბომი

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში, დააკომენტარეთ და დაწერეთ თქვენი მოსაზრება ჩათში
მთავარი » მასალის არქივი
კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-09-20


თუ ხართ დინამოს გულშემატკივარი... დარეგისტრირდით და დაამატეთ ინფორმაცია დინამოს შესახებ. თქვენს სიახლეებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ. ადმინობის მსურველებმა დააკომენტარეთ, მიუხედავად იმისა იცით თუ არა სიახლის დადება smile

ყველაზე საინტერესო სტატიის ან ფოტოს ავტორი მიიღებს საუკეთესო ფანის ტიტულს 1 თვით ჩვენს საიტზე და ადმინის სტატუსს...


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-10-08

პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში დღეს გამართულმა კენჭისყრამ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში დინამოელებს მეტოქედ 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდი არგუნა.


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-10-08

საქართველოს ეროვნული ნაკრებში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო 2 მატჩისთვის ემზადება 3 დინამოელია გამოძახებული: გურამ კაშია, ლევან ხმალაძე და გიორგი მერებაშვილი. ოთარ გაბელიამ კი ახალგაზრდულ ნაკრებში 4 დინამოელს ლევან კაკუბავას, გულვერდ თომაშვილს, ვაჟა ნემსაძეს და მათე ვაწაძეს უხმო.


კატეგორია: მატჩები |დამატების დრო: 2009-10-01

სამტრედია 3 - 1 დინამო თბილისი
IX ტური
30.09.2009


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-10-01

ალექსანდრე კოშკაძე საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ლოკომოტივთან დაშავდა და ჰოსპიტალიზირებული იქნა. მისი და სხვა დინამოელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გუნდის ექიმი გიორგი მაზავრაშვილი საუბრობს: კოშკაძეს თეძოს ძვლის მიდამოს დაჟეჟილობა აქვს და ვიმედოვნებ მომდევნო შეხვედრისთვის შეძლებს თამაშს. ნიკოლოზ ფირცხალავა კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. რაც შეეხებათ მილოშ კრშკოს და მარკოს ჩარასს, ისინი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და სავარაუდოდ ორ კვირაში თამაშიც უნდა შეძლონ.


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-10-01

საქართველოს ჩემპიონატის მე-8 ტურის საუკეთესო მწვრთნელად გაზეთმა ოლიმპმა კახა კაჭარავა აღიარა. დინამოს დამრიგებელი გაზეთმა ზედიზედ მესამედ დაასახელა ტურის მწვრთნელად. სიმბოლურ ნაკრებში კი გამოცემამ გიორგი მერებაშვილი შეიყვანა. გაზეთ ლელოს ვერსიით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში კი დინამოელთაგან გურამ კაშიაა.


კატეგორია: მატჩები |დამატების დრო: 2009-10-01

დუბლშემადგენლობათა ტურნირის მორიგ ტურში დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ცხინვალის სპარტაკი 3-1 დაამარცხეს. დუბლი შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ, ერთი გოლის გატანაც ირაკლი ლეკვთაძემ შეძლო. ჩვენმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:სომხიშვილი, მინდორაშვილი, გეთიაშვილი, ჩადუნელი, კეკელია, ლეკვთაძე /73-ვაშაკიძე/, ხაზალია, ადამია /69-წენგუაშვილი/, ჯიშკარიანი /73-ოთარაშვილი/, სიხარულიძე, გოგიძე /54-ზვიადაძე/.


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-10-01

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ზვიად სიჭინავა დინამოს დიღმის ბაზას ესტუმრა და ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა მომავალ გეგმებზეც ისაუბრა.


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-10-01

ეგვიპტეში მიმდინარე U-20 მსოფლიოჩემპიონატზე კამერუნის ნაკრების ღირსებას დინამოელი დონალდ ჯუისიც იცავს. კამერუნის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში 2-0 მოუგო კორეას. დონალდი 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კამერუნის ნაკრები მომდევნო მატჩში 29 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს დაუპირისპირდება, ბოლო ტურში კი 2 ოქტომბერს გერმანელებს შეხვდება.


კატეგორია: სიახლეები |დამატების დრო: 2009-09-25

გია ტუხაშვილი
24 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2009 წელი
გაზეთი "ლელო"

ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ შვიდი ტურია გასული და დინამოს თავკაცი კახა კაჭარავა უკვე სამჯერ მივიჩნიეთ ტურის მწვრთნელად! პირველი შემთხვევა მესამე ტურში იყო, როცა დინამომ ლამაზ სტილში სპარტაკი დაამარცხა; ამას კი ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან გამარჯვება და ზუგდიდში შთამბეჭდავი მოგება მოჰყვა და ვის უნდა გაკვირვებოდა, რომ ამ ორივე შემთხვევაში მწვრთნელებს შორის კაჭარავას გამოვარჩევდით...


1 2 3 4 »

საიტს მართავს სისტემა uCoz | © 2009 FCdinamo Fun Club™ | DESINGE®